თბილისის საკრებულოს წევრმა შალვა ოგბაიძემ სულხან მოლაშვილის საქართველოში ჩამოსვენების შემდეგ განაცხადა, რომ მოლაშვილის გარდაცვალება კლასიკური ნიმუშია სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლშეწირვისა.
„სულხან მოლაშვილის გარდაცვალება, ეს არის, სამწუხაროდ, კლასიკური ნიმუში სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლშეწირვისა. საერთოდ, ნებისმიერი ასეთი საქმე უნდა იყოს გამოძიებული. ერთადერთი წამალი არის სამართლიანობის აღდგენა", - ამბობს შალვა ოგბაიძე.