logo_geo
eng_logo
დავით სონღულაშვილი: აღმასრულებელმა ხელისუფლებამ კაპიტალის მოსაზიდად, ინვესტორების პროექტები ინდივიდუალურად უნდა განიხილოს
- +

21 დეკემბერი. 2020. 19:09

 

 

„ინვესტიციები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იმისთვის, რომ სწრაფი ეკონომიკური აღდგენა დაიწყოს და ამისთვის მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მაქსიმალურად შეძლოს კაპიტალის მოზიდვა და ინვესტორების მობილიზება“, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„დღეს მსოფლიოში საკმაოდ დიდი კონკურენცია და ჩვენ ყველა მოცემულობისთვის უნდა მოვემზადოთ. დასახელდეს პრიორიტეტული დარგები და ბიუროკრატის შემცირება ჯამში იყოს გამოწვევა ინვესტორებისთვის. უნდა ჩამოვყალიბდეთ, თუ როგორ წავახალისოთ ინვესტორები, რომ სტანდარტულ ბიუროკრატიას ასცდნენ“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

 

მისი თმით, ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, უნდა გამარტივდეს და გაადვილდეს ყველაფერი.

 

„იმისთვის, რომ თითოეული ინვესტორი, რომელსაც ექნება ინტერესი ჩვენს ქვეყანაში და ექნება განსაზღვრული პრიორიტეტული დარგები და სექტორები, იყოს ინდივიდუალურად განხილული, იმისთვის, რომ ინვესტირება გადაწყვიტოს. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება ინვესტორების წასახალისებლად მზადაა“, - განაცხადა სონღულაშვილმა.

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, დღეს ინვესტორებისთვის ყველაზე მთავარი გამოწვევაა ლარის დევალვაცია, რასაც ეროვნული ბანკის მხრიდან დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner