ჟურნალისტი რუსუდან მანაგაძე, კორონავირუსით გარდაიცვალა. ის ბათუმის კლინიკაში რამდენიმე დღე სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული. ინფიცირებულია მისი შვილიც.
„ჟურნალისტი რუსუდან მანაგაძეამ საღამოს გარდაიცვალა. ინფიცირებული იყო მისი შვილიც, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგოარეობა დამაკმაყოფილებელია და კლინიკიდან ხვალ გაწერენ“, - განაცხადეს ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.
რუსუდან მანაგაძე წლების განმავლობაში ლანჩხუთში სხვადასხვა რედაქციაში მუშაობდა.