logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძე: არსებული მონაცემებით, კორონავირუსის ახალი შტამი ისე არ შეცვლილა, რომ ვაქცინამ არ იმოქმედოს
- +

22 დეკემბერი. 2020. 02:29

 

 

“დღეს არსებული მონაცემებით, ის [კორონავირუსის ახალი შტამი] არ არის იმდენად შეცვლილი მუტაციის შედეგად, რომ მასზე ვაქცინამ არ იმოქმედოს“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

 

„ანუ ვაქცინა მოახდენს ამ შტამით ინფიცირების პრევენციასაც და თუ ეს ასეა, ის კოვიდპაციენტები, ვინც გადაიტანეს ინფექცია, მათი იმუნიტეტიც დაიცავს ამ ახალი შტამისგან... ”, - დასძინა ცერცვაძემ.

 

ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი შტამი დიდ ბრიტანეთში გამოვლინდა. დაავადების შემთხვევები უკვე დაფიქსირდა დანიაში, იტალიასა და ნიდერლანდებშიც.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner