logo_geo
eng_logo
სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
- +

4 ივლისი. 2016. 16:53



სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავოს სურსათის შეძენისაგან ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული შენახვისა და რეალიზაციის სათანადო პირობები.


ამასთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს.


„ტემპერატურის მატების გამო, გარე ვაჭრობის ადგილებში განსაკუთრებით საშიშია მაღალი რისკის შემცველი სურსათის - ხორცის და ხორცპროდუქტების, თევზის, რძის და რძის ნაწარმის, მალფუჭებადი საკონდიტრო პროდუქტების შეძენა.

 

სურსათის ეროვნული სააგენტო გაფრთხილებთ, არასათანადო პირობებში განთავსებული სურსათი საფრთხეს უქმნის თქვენს ჯანმრთელობას!" - ნათქვამია განცხადებაში.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner