logo_geo
eng_logo
დავით მრელაშვილი: გაგვიმართლა, რომ ამ პანდემიის დროს, ჩვენ გვყავს ბატონი ამირანი და ბატონი თენგიზი
- +

22 დეკემბერი. 2020. 02:56

 

 

„პირველად ჯანდაცვაში უნდა მოხდეს გადახარისხება  სხვადასხვა დონის პროფესიონალის და მიეცეს მათ შესაბამისი როლები. მაგალითად, იმისათვის, რომ პროფესიონალმა ექიმმა მოახერხოს პაციენტის დახმარება, გამზადებული უნდა მიუტანოს უმცროსმა ექიმმა პაციენტის ისტორია და ხელისგულზე დაუდოს ექიმს, მერე ეს ისევ ჯაჭვურად ჩამოიშალოს, უმცროსი ექიმის გავლით პაციენტზე.  სისტემის სწორად აწყობა არ არის აუცილებელი რომ იყოს მხოლოდ ამ სცენარით, მრავალნაირი ვარიანტი შეიძლება არსებობდეს“, - ამის შესახებ აშშ-ში მოღვაწე ტელენევროლოგმა დავით მრელაშვილმა „ალიასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

 

„მე ვფიქრობ, ბატონი ამირანი და ბატონი თენგიზი ძალიან კარგი მენეჯერები არიან, მაგრამ, ნახეთ, ეფექტური რომ იყოს მუშაობა, ყველა რგოლი უნდა მუშაობდეს კარგად და არა ცალკეული და  ჩვენ ყველა სხვა რგოლში გვიჭირს! გაგვიმართლა, რომ ამ პანდემიის დროს, ჩვენ გვყავს ბატონი ამირანი და ბატონი თენგიზი, უბრალოდ მარტო ისინი ბოლომდე ყველაფერს ვერ გააკეთებენ, ცხადია“, - განაცხადა მრელაშვილმა.

 

ინფორმაციისთვის, დავით მრელაშვილი,  კოვიდის მართვის პროცესში სახელმწიფოს მხარდაჭერის მიზნით, საქართველოში დაბრუნდა და ჩართულია კახეთის რეგიონში იმ პაციენტების მართვის პროცესში, რომლებიც ბინაზე მკურნალობენ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner