logo_geo
eng_logo
აეროპორტის მიმართულებით მოძრავი №37 ავტობუსი მგზავრებს ღამის საათებშიც მოემსახურება
- +

4 ივლისი. 2016. 16:53



აეროპორტის მიმართულებით მოძრავი №37 ავტობუსი დღეიდან მგზავრებს ღამის საათებშიც მოემსახურება.


00:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე აღნიშნულ მარშრუტზე მგზავრებს გადაადგილება დიდი ზომის ავტობუსებით შეეძლებათ. ღამის საათებში N37 ავტობუსი ყოველ 35 წუთში ერთხელ ივლის. თითოეულ ავტობუსში 36 დასაჯდომი ადგილია, ხოლო სრული ტევადობაა 100 ადამიანი. ღამის საათებში მგზავრობის საფასური არ შეიცვლება და 50 თეთრი იქნება. შენარჩუნდება დაწესებული შეღავათებიც.


გარდა ამისა, უცვლელი რჩება №37 ავტობუსის მარშრუტი. ავტობუსი გადის სადგურის მოედნიდან. გმირთა მოედნის, მელიქიშვილისა და რუსთაველის გამზირების გავლის შემდეგ მობრუნდება თავისუფლების მოედანზე და ჭანტურიას ქუჩიდან ჩაუხვევს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. შემდეგ, გაივლის ავლაბარში, კაჩინსკისა და ბუშის ქუჩებზე და გავა კახეთის გზატკეცილზე. ავტობუსი მოძრაობას დაასრულებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. უკუმიმართულებით №37 ავტობუსი გაივლის იგივე მარშრუტს და მისი ბოლო გაჩერება იქნება სადგურის მოედანზე.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner