logo_geo
eng_logo
39 არალეგალი ვიეტნამელის სიკვდილში 2 პირი დაადანაშაულეს
- +

22 დეკემბერი. 2020. 11:42

 

 

დიდი ბრიტანეთში 39 არალეგალი ვიეტნამელის სიკვდილში 2 კონტრაბანდისტი ცნეს დამნაშავედ. სატვირთო მანქანის 24 წლის მძღოლს, ჩრდილოირლანდიელ იმონ ჰარისონს და 43 წლის გეორგ ნისას ესექსიდან არაგანზრახ მკვლელობა ედებათ ბრალად. ინფორმაციას Reuters ავრცელებს  ლონდონის სისხლის სამართლის ცენტრალურ სასამართლოში პროცესი 10 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. განსასჯელებს ასევე ადამიანებით ვაჭრობა და არალეგალური მიგრაციის ხელშეწყობა ედებათ ბრალად. დამნაშავეებს განაჩენს მოგვიანებით გამოუტანენ.

 

23 ოქტომბერს დიდ ბრიტანეთში, ესექსის საგრაფოში სატვირთო მანქანის კონტეინერში 39 ადამიანის - 31 კაცისა და 8 ქალის ცხედარი იპოვეს. მანქანა ესექსში ბელგიიდან ჩავიდა. დაღუპულები ვიეტნამელი მიგრანტები იყვნენ, რომლებიც დიდ ბრიტანეთში უკეთესი ცხოვრების საძებნელად არალეგალურად ჩავიდნენ.

 

მიგრანტები სატვირთოში ჰაერის უკმარისობის გამო დაიღუპნენ. ზოგიერთი მათგანი არასრულწლოვანი იყო. სატვირთოში ჟანგბადის შემცირების შემდეგ მათ იქიდან თავის დაღწევა სცადეს, მაგრამ ამაოდ. ზოგიერთმა მათგანმა ოჯახისთვის მხოლოდ გამოსამშვიდობებელი მესიჯების გაგზავნა მოასწრო. შემთხვევამ შეძრა ბრიტანეთი. გამოძიებისას ადამიანებით ვაჭრობისა და კონტრაბანდის დანაშაულებრივი სქემა გამოვლინდა, რომლის დროსაც გაჭირვებული ადამიანები, აზიის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან განვითარებულ ქვეყნებში მოსახვედრად სახიფათო გზას გადია, რომელსაც ხშირად „სიკვდილის გზა“ უწოდებენ.

 

ბრიტანეთის პოლიციამ ღრმა მწუხარება გამოთქვა და მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს.

 

სასამართლოს განცხადებით, ბრალდებულებმა ჰარისონმა და ნისამ ესექსის შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე დიდი ბრიტანეთში არალეგალების ორი პარტია შეიყვანეს.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner