აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომხრეები მისი ვირტუალური „მეორე ინაუგურაციის“ ჩატარებას ჯო ბაიდენის თანამდებობის დაკავების დღეს 20 იანვარს აპირებენ.
აქცია დაგეგმილია 20 იანვარს შუადღისთვის. ვირტუალურ ინაუგურაციაში მონაწილეობას 60 ათასზე მეტი ადამიანი აპირებს.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართა. თეთრი სახლის ამჟამინდელი ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ არჩევნები დემოკრატის, ჯო ბაიდენის სასარგებლოდ მრავალი დარღვევითა და გაყალბებით ჩატარდა.