„ვაჟკაცი და ჯენტლმენი! რატომ გვყავს ასეთი უნიჭო, ბოროტო, ვერაგი, თვალთმაქცი და ამავე დროს მხდალი მამაკაცები პოლიტიკაში?! (ქალებზე არაფერს ვამბობ)" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში რეჟისორი რობერტ სტურუა წერს.
„აგერ ინგლისელი დევიდ კამერონი გადადგა - არავითარი ტრაგედია, როგორც ეკადრება ბრიტანელ ჯენტლმენს, ანუ ქართულად, ვაჟკაცს, დაემშვიდობა თავის ხალხს და ღირსეულად დატოვა თავისი პოსტი. წავიდა, ობობასავით არ ჩაჯდება, ბინძური სადარბაზოს კედლებში და არ მოჰყვება ბრიტანეთის გინებას, საკუთარი ქვეყნის მიწაში ჩადებას. საკუთარ ერს ნაძირალებად არ მონათლავს; არ ოცნებობს, როგორც ჩვენი ჭკუათხელი, უხვად ფულებს რომ ხარჯავს, მისი ქვეყანა უფსკრულში გადაჩეხოს, აირიოს ისე, რომ ვეღარ აეწყოს! უბედნიერესი იქნება, თუ მისი სამშობლო ეკონომიკური კრიზისის მორევში ჩაიხრჩობა; ოღონდ სამოქალაქო ომი დაიწყოს და...- მეშვიდე ცაზე აფრინდება! არავინ არ აწამა დევიდმა, არავინ არ მოუკლავს, როგორც ქართველ ბელადებს სჩვევიათ (იქნებ წამება და დამცირება ჩვენი გენია, ნოეს მიერ ჩადებული - აბა, საიდან ამდენი სისხლისმსმელი ამ ცაფირუზხმელეთში - ზურმუხტს უკვე ვტოვებ). ო, ბოროტნო, ჯიბის ქურდებო, ვიცით, უცხოეთში ბინები გაქვთ ნაყიდი, წადით რა, იქ გვაგინეთ!) და არ იოცნებოთ დაბრუნებაზე! ჩაირეცხა თქვენი დრო!" - წერს რობერტ სტურუა.