logo_geo
eng_logo
დავით მირცხულავა: სულხან მოლაშვილზე „ნაციონალური მოძრაობის“ სისასტიკემ სრულად გადაიარა
- +

4 ივლისი. 2016. 17:05



კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი 47 წლის ასაკში გარდაიცვალა, თუმცა მისი წამების საქმეზე პროკურატურაში ძიება გრძელდება. სულხან მოლაშვილის მიმართ ჩადენილ სისასტიკეზე „კვირის პალიტრას" ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა ესაუბრა. 


 

„ეს იყო გაუთავებელი პროცესი, რომელიც 2004 წელს მისი დაკავებით დაიწყო  და საპატიმროდან მის გათავისუფლებამდე გაგრძელდა. ჩვენ ერთ პერიოდში აღმოვჩნდით ციხეში, მე მალევე ციხის საავადმყოფოში გადამიყვანეს, სულხანი კი იქ იმყოფებოდა. ვერ ვიცანი, არაადამიანურად იყო ნაწამები.

 

 

ყოფილი პროკურორი გამოვიდა და თქვა, სულხანი არავის უწამებია, ვარიკოზული დაავადებები ჰქონდაო... სიგარეტის ნამწვავებიც ვარიკოზული დაავადებით იყო გამოწვეული? სულხანზე „ნაციონალური მოძრაობის" სისასტიკემ სრულად გადაიარა. ღამეები არ ეძინა, პატიმრები ჰყავდა მიჩენილი, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებდნენ. ციხეში საღ-სალამათი შევიდა და იქედან C  ჰეპატიტით და განადგურებული ჯანმრთელობით გამოვიდა", - ამბობს დავით მირცხულავა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner