logo_geo
eng_logo
დავით უსუფაშვილი: ეს მოვლენები სამარცხვინო და თავისმომჭრელია!
- +

4 ივლისი. 2016. 17:11



საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის განცხადებით, გიგი წერეთელს ყველაზე დიდი პრობლემა აქვს რუსეთის დელეგაციის მხრიდან მხარდაჭერის სახით და ყველაზე დიდი კოზირი უჭირავს „ქართული ოცნების" მხრიდან ასეთი წინააღმდეგობის სახით.



მე სამარცხვინო ვუწოდე იმას, რაც ეუთო- საპარალმენტოს ასამბლეის თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით ხდება, თუმცა შემდგომ კოლეგებმაქართული ოცნებიდან" მიმითითეს, არ იყავი სწორი, როდესაც ამ მოვლენებს სამარცხვინო" უწოდეო. მე ვაღიარებ, რომ არ ვიყავი სწორი - მართლაც შევცდი, რადგან რაც დრო გავიდა, ვხედავ, რომ ეს მოვლენები არის არა მარტო სამარცხვინო, არამედ თავისმომჭრელი, პოლიტიკური მაზოხიზმის ნიშნების შემცველი და კიდევ ათასი უბედურება, ამიტომ არ მინდა იმაში ჩავერთო, რაც ხდება. დიახ, ეს არის სამარცხვინო", - განაცხადა უსუფაშვილმა.



მისივე თქმით, საქართველოში უმაღლეს დონეზე ტარდება ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რისთვისაც იშრომეს საქართველოს პარლამენტისა და ბევრი სხვა უწყების თანამშრომლებმა.



საქართველოს დელეგაციამ ამ ასამბლეაზე წარადგინა უპრეცედენტოდ მკვეთრი და მკაფიო რეზოლუცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

მე ყველას მოვუწოდებდი, რომ ამ თემებზე მეტი ყურადღება გავამახვილოთ, ვიდრე ჩვენი შიდა პრობლემები თავს მოვახვიოთ 56 ქვეყნის წარმომადგენლებს, რომლებიც ჩვენ გვთვლიან ევროპული ოჯახის წვერობისთვის ღირსეულ ქვეყნად და ამ ქვეყნებში მაინცდამაინც არ არის მიღებული შიდაპოლიტიკური პროცესების საერთაშორისო არენაზე გატანა. მითუმეტეს მაშინ, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელის არჩევაზეა საუბარი. ჩვენ საქართველოს ხელმძღვანელს ხომ არ ვირჩევთ, აპელირება რომ გავაკეთოთ იმაზე, ქართველებისთვის რა იქნება კარგი და ცუდი? - აქ ჩვენ ვირჩევთ საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელს და ის არგუმენტები, რომელიცქართულმა ოცნებამ" მოიტანა და კოლეგებს განცხადების სახით შესთავაზა, არის კონტრპროდუქტიული. მე თუ მკითხავთ, გიგი წერეთელს არჩევნების პროცესში ყველაზე დიდი პრობლემა აქვს რუსეთის დელეგაციის მხრიდან მხარდაჭერა და ყველაზე დიდი კოზირი უჭირავსქართული ოცნების" მხრიდან ასეთი წინააღმდეგობის სახით, ამიტომ ცოტა ღრმა დაუკვირდეს ყველა და განცხადება ისე გააკეთოს", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner