logo_geo
eng_logo
გიგლა ბარამიძე: სულხან მოლაშვილის სიკვდილი არის სიმბოლო „ნაცმოძრაობის“ კაცთმოძულეობისა!
- +

4 ივლისი. 2016. 17:12



„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე გაზეთ „ალიასთან" ინტერვიუში სულხან მოლაშვილზე საუბრობს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის მოლაშვილის პირდაპირი მკვლელი.


„ნაცმოძრაობამ" ყველა სიბინძურე იკადრა, ეს აღარ არის პოლიტიკური ორგანიზაცია, ეს არის სექტა. მათი გამონათქვამები აგებულია მხოლოდ სიძულვილსა და ბოღმაზე, მათი კლასიკური განსახიერებაა ის საერთაშორისო მაწანწალა, კიევში რომ არის მაჯლაჯუნასავით მოკალათებული, რომელიც არის სულხან მოლაშვილის პირდაპირი მკვლელი. სანამ საქართველოში ვიყავი, ნაწამები სულხანი ჩემი თვალით მყავს ნანახი, როცა 2004 წელს ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაში იყო. დაახლოებით ორი საათი ვიყავი მასთან, მისი ნაწამები სხეული დღემდე მახსოვს. რამდენიმე დღეში „ნაცმოძრაობამ" ჩემი დაჭერაც გადაწყვიტა, ძალოვანმა უწყებამ ჩემს სახლს ალყა შემოარტყა, აყვანა უნდოდათ, ბოღმისგან გასკდნენ, მაგრამ ვერ მივართვი... ახლა ისინი ყრიან ციხეში, 9 წელი კი ვიწვალე, ქვეყნის დატოვება მომიწია, მაგრამ ჩემს ქვეყანაში დავბრუნდი თავაწეული, თავისუფალი და როგორც პოლიტიკური დევნილი. სულხან მოლაშვილის სიკვდილი არის სიმბოლო „ნაცმოძრაობის" კაცთმოძულეობისა", - ამბობს გიგლა ბარამიძე.


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner