ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლიც პროკურატურამ, რომელიც უკრაინის გენერალური პროკურატურის სტრუქტურაში შედის, 32 გემი ნახევარკუნძულზე შესვლის გამო დააყადაღა.
უწყების ცნობით, ამით დაირღვა კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ".
უკრაინის გენერალური პროკურატურა მონაცემებს ინტერპოლის ადგილობრივ ბიუროს გადასცემს, რათა პასუხისმგებელ პირებზე ძებნა გამოცხადდეს.