„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დიდ დიღომში, წყალსადენზე მომხდარი დაზიანების გამო მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს მოკლე დროში შეისწავლის და სრულად აანაზღაურებს.
კომპაინია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანიამ „გუდვილის" მიმდებარედ გადაუდებელი სამუშაოები უკვე დაასრულა და მიმდინარეობს წყალმომარაგების აღდგენის პროცესი.
„ჰიპერმარკეტ „გუდვილის" სიახლოვეს, 1400 მმ-იანი მაგისტრალური წყალდენის მონაკვეთი დღეს დილით, დაახლოებით 6 საათზე, ავარიულად დაზიანდა. მომხდარზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მხრიდან რეაგირება მყისიერად მოხდა - ტექნიკურმა ბრიგადებმა მაგისტრალური მილის წყლისგან დასაცლელად სამუშაოების ჩატარება დაუყოვნებლივ დაიწყეს. ურთულესი დაზიანება მოკლე დროში იქნა ლიკვიდირებული. წყალმომარაგების აღდგენის პროცესი უკვე დაწყებულია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წყალსადენზე მომხდარი დაზიანების გამო მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს მოკლე დროში შეისწავლის და სრულად აანაზღაურებს", - აცხადებენ კომპანიაში.
დიდ დიღომში, ჰიპერმარკეტ „გუდვილის" მიმდებარე ტერიტორიაზე გამთენიისას წყლის მილი გასკდა. ძლიერი წნევის გამო მიწიდან ამოხეთქილმა წყალმა ახლოს მდებარე საცხოვრებელი კორპუსები დატბორა.