logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური: სააკაშვილმა, როგორც სჩვევიათ მხდალ ადამიანებს, სულხანზე შურისძიება გადაწყვიტა...
- +

4 ივლისი. 2016. 17:26



პარტია „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერი და პარლამენტის წევრი თამაზ მეჭიაური სულხან მოლაშვილის გარდაცვალებას „პრაიმტაიმთან" საუბარში ეხმაურება. მეჭიაურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა მოლაშვილზე შური იძია.


„სულხანს 90-იანი წლებიდან ვიცნობდი, როდესაც ის პრეზიდენტის კანცელარიაში მუშაობდა და მე ვიყავი პარლამენტის წევრი. შემდგომში ის გახდა კონტროლის პალატის თავმჯდომარე. სამსახურებრივი ურთიერთობა გვქონდა. მართალია, ჩემზე ახლგაზრდა იყო, მაგრამ ადრეულ ასაკშივე დაიკავა ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობები და პრინციპში პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატად მოიაზრებოდა. ალბათ, ესეც გახლდათ ერთ-ერთი მიზეზი მისი და მიხეილ სააკაშვილის დაპირისპირებისა. ეს დაპირისპირება მომავალში მტრობაში გადაიზარდა და სააკაშვილმა, როგორც სჩვევიათ მხდალ ადამიანებს, მასზე შურისძიება გადაწყვიტა, მას შემდეგ, რაც ის ქვეყნის პრეზიდენტი გახდა. მას დაპატიმრება არ აკმარა, არაერთხელ გახდა წამების ობიექტი. ამან ასახვა პოვა მის ჯანმრთელობაზე და შემდგომში ჯანმრთელობის გაუარესების გამო გარდაიცვალა",- განაცხადა მეჭიაურმა. 


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner