logo_geo
eng_logo
ენტონი ფაუჩი: უნდა ვივარაუდოთ, რომ კორონავირუსის ახალი სახეობა უკვე ამერიკაშია
- +

22 დეკემბერი. 2020. 19:23

 

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ენტონი ფაუჩი ვარაუდობს,  რომ დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი სახეობა უკვე ამერიკაშია გავრცელებული.

 

„ეს ნამდვილად შესაძლებელია. როდესაც ვირუსი ისეთ ადგილას ვრცელდება, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, ნამდვილად უნდა ვივარაუდოთ, რომ ის უკვე აქ არის“, - აღნიშნა ენტონი ფაუჩიმ.

 

მისივე თქმით, სპეციალისტები ჯერ კიდევ ცდილობენ დაადგინონ, არის თუ არა ვირუსის ახალი ვარიანტი უფრო გადამდები.

 

14 დეკემბერს მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner