logo_geo
eng_logo
თამაზ მოლაშვილი: იმდენად ნაწამები და ნატანჯი იყო ჩემი შვილი, ვეღარ ვუშველეთ...
- +

4 ივლისი. 2016. 17:28



კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი 47 წლის ასაკში გარდაიცვალა. მამამისი თამაზ მოლაშვილი  „კვირის პალიტრასთან" სულხან მოლაშვილის ავადმყოფობის მძიმე პერიოდზე საუბრობს.



 

„სულხანს საფრანგეთში გამოკვლევებს უტარებდნენ, მაგრამ ბოლო დღეებში ექიმებმა სისხლდენის შეჩერება ვეღარ შეძლეს. არადა, ღვიძლის გადანერგვას ვაპირებდით, დონორიც უკვე ნაპოვნი გვყავდა.

 

მისი ჯანმრთელობა ციხიდან გამოსვლის შემდეგ ვეღარ აღვადგინეთ, იმდენად ნაწამები და ნატანჯი იყო ჩემი შვილი, ვეღარ ვუშველეთ.

 

მიუხედავად აუტანელი ტკივილებისა, უამრავი გეგმა ჰქონდა, არჩევნებში მონაწილეობაზეც კი საუბრობდა. 

 

ერთი პერიოდი ხელიც კი ჩაიქნია, მაგრამ ჩემი განადგურება სააკაშვილს როგორ შევარჩინოო -  თავის თავზე ბრაზობდა.

 

ახლა სულ არ მაინტერესებს გამოძიების დასრულება, ვინმე დაისჯება თუ რას იზამენ - შვილი აღარ მყავს და ჩემთვის ყველაფერმა აზრი დაკარგა და პირველ რიგში, იმ საქმემ, რომლის დასრულებასაც ჩემი სულხანი ვეღარ მოესწრო", - ამბობს თამაზ მოლაშვილი.


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner