logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: არ მგონია, ძალიან სარწმუნო იყოს ის შეფასება, რომელსაც აქვეყნებს ტუღუშის ორგანიზაცია
- +

4 ივლისი. 2016. 17:32



„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრმა მამუკა მდინარაძემ კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" კვლევა შეაფასა.


მდინარაძის განმარტებით, საზოგადოებისათვის არ არის საინტერესო იმ ორგანიზაციის მიერ გაკეთებული კვლევა, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც წლების განმავლობაში იყო სასჯელაღსრულების მინისტრი, სახალხო დამცველი. 


„ჯობდა, ანგარიშები მაშინ ყოფილიყო ობიექტური. დღეს მის ობიექტურობაში ეჭვს შეიტანს ყველა, ვინც ამას ობიექტურად განსჯის", - აღნიშნა „ქართული ოცნების" წევრმა.


მამუკა მდინარაძის განცხადებით, კონკრეტულ პირებს შეფარდებული აქვთ გირაო კონკრეტული დანაშაულისათვის საკმაოდ მძიმე მუხლზე. საუბარია, ხულიგნობის ბრალდებაზე, მესამე ნაწილზე, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

 

„ჩვენ ვალდებულები ვართ დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. შესაბამისად, შედეგების დადგომის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ამაზე მსჯელობა",- დასძინა პოლიტიკური საბჭოს წევრმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner