logo_geo
eng_logo
საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი დასრულდა
- +

4 ივლისი. 2016. 18:00



საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის ფარგლებში სამდღიანი ფინალური კონცერტები რუსთაველის თეატრში გაიმართა. მაყურებლის წინაშე წარდგნენ ფესტივალის ლაურეატები და გამოვლინდნენ გამარჯვებული ფოლკლორული ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები, ქორეოგრაფიული ანსამბლები, ზეპირსიტყვიერებისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატები. გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო და სიგელები გადაეცათ.


ფესტივალი მოიცავდა ხალხურ სიმღერასა და ცეკვას, საკრავიერ მუსიკას, ტრადიციულ გალობას, ზეპირსიტყვიერებას, სახვით და გამოყენებით ხელოვნებას. მასში მონაწილეობდა საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფი. ფესტივალი 2015 წელს ივნისში, ქალაქ თელავში გაიხსნა და საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვა.


„საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის „Check in Georgia" ფარგლებში ჩატარდა.


ფესტივალი ხელს უწყობს ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების, მგალობელთა გუნდების, ზეპირსიტყვიერების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა წახალისებას, ასევე მათი შემოქმედების პოპულარიზაციას. ფესტივალის დასრულების შემდეგ გამოიცემა DVD ალბომი - „საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016" და ლაურეატთა ბუკლეტები.


გამარჯვებულები გამოვლინდნენ შემდეგ ნომინაციებში:


ხალხური მუსიკა


1. ხალხური სიმღერის ანსამბლი


III ადგილი, 1500 ლარი - ქედის მუნიციპალიტეტის ფოლკლორული ანსამბლი ელესა. ხელმძღვანელი ირაკლი სირაბიძე, ლოტბარი ტარიელ მამალაძე  

III ადგილი, 1500 ლარი - ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ფოლკლორული ანსამბლი საგალობელი. ხელმძღვანელი როსტომ გოგოლაძე, ქორეოგრაფი დავით სხირტლაძე

II ადგილი, 4000 ლარი  - ლენტეხის მუნიციპალიტეტის ფოლკლორული ანსამბლი „ლაგუშედა". ხელმძღვანელი ზურაბ ლიპარტელიანი 

I ადგილი, 5000 ლარი -  მესტიის მუნიციპალიტეტის ფოლკლორული ანსამბლი „რიჰო". ხელმძღვანელი ისლამ ფილფანი, ქორეოგრაფი კანდიდ მერლანი


2. ავთენტიკური ჯგუფი


III ადგილი, 2000 ლარი - შუახევის მუნიციპალიტეტის ჭვანის ხეობის ფოლკლორული ანსამბლი „ჭვანა". ხელმძღვანელი ლოლიტა სურმანიძე 

II ადგილი, 2500 ლარი - მესტიის მუნიციპალიტეტის ლატალის ფოლკლორული ანსამბლი „ლატალი". ხელმძღვანელი ვაგნერ გვიჩიანი 

I ადგილი, 3000 ლარი - მესტიის მუნიციპალიტეტის ეცერის ფოლკლორული ანსამბლი „ქალთიდი". ხელმძღვანელი ფერბენკს (რუსლან) სტეფლიანი


3. საოჯახო ანსამბლი


III ადგილი, 1875 ლარი- ჩხაიძეების ოჯახი. ლანჩხუთი 

II ადგილი, 2000 ლარი - ურუშაძეების ოჯახი. თბილისი 

I ადგილი, 2500 ლარი - გორდელაძეების ოჯახი. ლიხაური, ოზურგეთი


4. ინდივიდუალური შემსრულებელი


III ადგილი, 875 ლარი - ნატო მუთოშვილი. ჯოყოლო, ახმეტა

II ადგილი, 1000 ლარი - ბესიკ ტარიელაძე. შუახევი 

I ადგილი, 1250 ლარი - თინა მეითოვი. თბილისი


5. ხალხური სიმღერის ქალთა ანსამბლი


III ადგილი, 1000 ლარი - ქალთა ფოლკლორული ანსამბლი „ნანინა". ხელმძღვანელი თეა კასაბური 

III ადგილი, 1000 ლარი - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გოგონათა ხალხური სიმღერის ანსამბლი. ხელმძღვანელი ნათია გორდელაძე 

II ადგილი, 1250 ლარი - თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქალთა ხალხური სიმღერის ანსამბლი „იამე". ხელმძღვანელი გულთამზე კუბლაშვილი

II ადგილი, 1250 ლარი - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ქალთა ფოლკლორული ანსამბლი „კასლეთილა". ხელმძღვანელი ფიქრია მარგიანი

I ადგილი, 3000 ლარი - ტრადიციული მუსიკის გოგონათა ანსამბლი „იალონი". ხელმძღვანელი ნინო ნანეიშვილი


6. ხალხური სიმღერის ახალგაზრდული ანსამბლი


III ადგილი, 1000 ლარი - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მომღერალ-მგალობელთა გუნდი „ნადური". ხელმძღვანელი ირაკლი შენგელია

III ადგილი, 1000 ლარი - თელავის მუნიციპალიტეტის ხალხური სიმღერის ანსამბლი „პატარა კახი". ხელმძღვანელები ბექა და გოჩა ბიძინაშვილები 

II ადგილი, 1250 ლარი - ფოლკლორული ანსამბლი „ადილეი". ხელმძღვანელი დემეტრე ქირია

II ადგილი, 1250 ლარი - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მომღერალ-მგალობელთა გუნდი „ამაღლება". ხელმძღვანელი ლალი კორიფაძე

I ადგილი, 1500 ლარი - მომღერალ-მგალობელთა გუნდი „დიდგორი". თბილისი

I ადგილი, 1500 ლარი - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომღერალ-მგალობელთა გუნდი „შემოქმედი". ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი


7. სახელობითი პრემიები


ვანო მჭედლიშვილის სახელობის პრემია, 625 ლარი - ლოტბარები ბექა და გოჩა ბიძინაშვილები,  კახური სიმღერის შენარჩუნება-პოპულარიზაციისათვის

პლატონ დადვანის სახელობის პრემია, 625 ლარი - ლოტბარი ვახტანგ ფილფანი, სვანური სიმღერის შენარჩუნება-პოპულარიზაციისათვის

სამუელ ჩავლეიშვილის სახელობის პრემია, 625 ლარი - ლოტბარი ტრისტან სიხარულიძე, გურული სიმღერის შენარჩუნება-პოპულარიზაციისათვის


ქართული ტრადიციული გალობა


III ადგილი, 2000 ლარი - მგალობელთა ტრიო „ხელხვავი". რეგენტი ლაშა ჩხარტიშვილი. ოზურგეთი

II ადგილი, 2500 ლარი - მგალობელთა გუნდი „ტაო". რეგენტი ბესიკ მახათაძე. თბილისი

I ადგილი, 3000 ლარი - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მომღერალ-მგალობელთა გუნდი „ნადური". ხელმძღვანელი ირაკლი შენგელია


ქორეოგრაფია


III ადგილი, 3000 ლარი - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი „კოლხეთი". ხელმძღვანელი ლაშა მაღრაძე 

II ადგილი, 4000 ლარი - ხულოს მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი „ბერმუხა". ხელმძღვანელი რევაზ აბაშიძე 

I ადგილი, 5000 ლარი - შუახევის მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი „ფესვები". ხელმძღვანელი ბადრი დარჩიძე


ზეპირსიტყვიერება

მარგო სიმსივე-სხირტლაძე (წყალტუბო)ნომინაცია: ავტო-მთქმელი - 500 ლარი

ნოდარ ოდიშელიძე - (დუშეთი) - ნომინაცია: ავტო-მთქმელი - 500 ლარი

ადამ ბექაური- (თბილისი) - ნომინაცია: კაფია - 500 ლარი

ზაურ წოწკოლაური (თიანეთი) - ნომინაცია: კაფია - 500 ლარი

მექა ხანგოშვილი (თბილისი) - ნომინაცია: შემკრები - 500 ლარი

მართა ტარტარაშვილი-თარხნიშვილი (თბილისი) - ნომინაცია: შემკრები - 500 ლარი

ამირან გოგიჩაიშვილი (ამბროლაური) - ნომინაცია: იუმორი - 500 ლარი

გიორგი ბერიძე (ახალციხე) - ნომინაცია: დებიუტი - 500 ლარი


სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

ტატულაშვილი გიორგი - ტრადიციული კერამიკა (გორი) - 800 ლარი

ფრანგიშვილი გივი - აკადემიური ფერწერა (სამტრედია) - 800 ლარი

მუკბანიანი იზოლდა (მალვინა) - ნაივური ფერწერა (ლენტეხი) - 800 ლარი

თურმანიძე ქემალი - ტრადიციული საყოფაცხოვრებო ნივთებისა და მაკეტების ნაკეთობათა ხის მხატვრული დამუშავება (ბათუმი) - 800 ლარი

გულედანი შალვა - მაჩუბების, ეკლესიათა კარის, საკარცხულების ხის მონუმენტური მხატვრული დამუშავება  (მესტია) - 1000 ლარი

ზულიაშვილი გიორგი - ხის რელიეფური მხატვრული გაფორმება (საგარეჯოს რაიონი, სოფელი მანავი) - 800 ლარი

ჯალაღანია თეიმურაზი - ტრადიციული საბრძოლო იარაღი (თბილისი) - 100 ლარი

სიხარულიძე ლია - მინიატურები და ხელნაწერები (თბილისი) - 1000 ლარი

მარინდაშვილი ნუნუ - ტრადიციული და მხატვრული ქარგვა (თბილისი) - 1000 ლარი

ოვჩატოვა ტატიანა - ნაივური ფერწერა (თბილისი) - 1000 ლარი



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner