დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის ახალ შტამზე ევროპიდან დაბრუნებულ რამდენიმე პაციენტს უკვე იკვლევენ.
,,ახალი შტამი ჩვენთან ჯერ არ დაფიქსირებულა. ჩვენ რამდენიმე შესაძლო შემთხვევას ვიკვლევთ. ამას სჭირდება სეკვენირება, ეს ლუგარის ცენტრში შეგვიძლია გავაკეთოთ. ვნახოთ რა იქნება.
ვისაც ჰქონდა მოგზაურობის ისტორია, იმას ვიკვლევთ. ბოლო ორ კვირაში დადასტურებული შემთხვევა უშუალოდ ბრიტანეთიდან არ გვქონია, მაგრამ, გარკვეული ევროპული ქვეყნებიდან რომ არიან ჩამოსულები და დაუდასტურდათ, მათ მასალას ვიკვლევთ სწორედ, ხომ არ არის ეს მუტაცია,"- განაცხადა პაატა იმნაძემ ,,რუსთავი 2-ის" ეთერში.