logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე: თუ მივყვებით 31 ოქტომბრის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, ცხადია, რომ თუკი ვინმე კონსტრუქციულად მოქმედებს, ესაა „ქართული ოცნება“
- +

23 დეკემბერი. 2020. 00:13

 

„თუ ქრონოლოგიურად მივყვებით 31 ოქტომბრის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, ცხადზე ცხადია, რომ თუკი ვინმე კონსტრუქციულად მოქმედებს, ესაა „ქართული ოცნება“. პირველივე დღიდან, როგორც კი გარკვეული პრეტენზიები გაჩნდა, ჩვენ ვდგამთ კონსტრუქციულ ნაბიჯებს, მათი მხრიდან კი ვხედავთ მხოლოდ ერთ ახირებულ პოზიციას, რომ აუცილებლად უნდა ჩატარდეს ხელახალი ვადამდელი არჩევნები, რასაც არანაირი სამართლებრივი ან მორალური საფუძველი არ აქვს,“ - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

 

„საზოგადოება უკვე ინფორმირებულია ჩვენი ოპონენტების პოზიციის შესახებ. ხალხი ხედავს, რომ თუ შანტაჟზეა საუბარი, ეს სწორედ მათი მხრიდან მოდის. ჩვენი ოპონენტები უგულებელყოფენ იმ ნდობას, რომელიც მოსახლეობის ძალიან დიდმა რაოდენობამ მათ გამოუცხადა. თუ ქრონოლოგიურად მივყვებით 31 ოქტომბრის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, ცხადზე ცხადია, რომ თუკი ვინმე კონსტრუქციულად მოქმედებს, ესაა „ქართული ოცნება“. პირველივე დღიდან, როგორც კი გარკვეული პრეტენზიები გაჩნდა, ჩვენ ვდგამთ კონსტრუქციულ ნაბიჯებს, მათი მხრიდან კი ვხედავთ მხოლოდ ერთ ახირებულ პოზიციას, რომ აუცილებლად უნდა ჩატარდეს ხელახალი ვადამდელი არჩევნები, რასაც არანაირი სამართლებრივი ან მორალური საფუძველი არ აქვს. მიუხედავად ამისა, ჩვენ მივესალმებით დიალოგის პროცესს, აქტიურად ჩავერთეთ ამ მოლაპარაკებებში და შევთავაზეთ არაერთი მიმართულების განვითარება, მაგრამ ამომრჩეველთა არჩევანის პატივისცემა არის წითელი ხაზი“, - განაცხადა მიქანაძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner