logo_geo
eng_logo
ირაკლი კაკაბაძე სააკაშვილს გამსახურდიას ხელისუფლების დამხობაში ადანაშაულებს
- +

23 დეკემბერი. 2020. 00:54

 

მწერალი ირაკლი კაკაბაძე ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ 29 წლის წინ მომხდარ, თბილისის ომთან დაკავშირებით საუბრობს, რომელიც 6 იანვარს ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობით დასრულდა.

 

როგორც მან განაცხადა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი მტრულ ძალებს საქართველოში აჯანყების მოსამზადებლად ეხმარებოდა.

 

„მაშინ ზუსტად ასეთი სცენარი წარიმართა, რომ ეროვნულმა კონგრესმა გადაწყვიტა, პარალელური არჩევნები ჩაეტარებინა, ეს იყო ხშირ შემთხვევაში, შეცდომა, მაგრამ რიგ შემთხვევაში, დანაშაული, რომელიც კრემლიდან იყო დაგეგმილი. მისი საფუძვლის ჩაყრა მოხდა, სამწუხაროდ, 1990 წლის ივლისში, როდესაც ეროვნულმა კონგრესმა გადაწყვიტა ჩაეტარებინა პარალელური არჩევნები და ამის მერე შედგა ის ცნობილი პრაღის რევოლუცია, რომლის შედგენაში მონაწილეობდნენ ცნობილი პირები. მაშინ ნაწილი ალბათ გულწრფელად ცდებოდა, მაგრამ მათ ნაწილი გულწრფელად მუშაობდა საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტში და მათ შორის იყო კგბ-ს ლეიტენატი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ეხმარებოდა ამ ძალებს, რომ ეროვნული კონგრესის სახელით მოემზადებიანათ საყოველთაო აჯანყება საქართველოში“,- განაცხადა კაკაბაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner