logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: პარტიებს, რომლებიც უარს ამბობენ მანდატზე, არ უნდა ჰქონდეთ პრეტენზია, დაფინანსებაზე
- +

23 დეკემბერი. 2020. 01:10

 

„პარტიები, რომლებიც უარს ამბობენ მანდატზე, გადიან დემოკრატიული პროცესიდან, გვერდზე დგებიან და სურთ, ეს დემოკრატიულ პროცესად გაასაღონ, ითხოვენ დაფინანსებას და სხვა უპირატესობებს, რომელთაც ეს დემოკრატიული პროცესი მათ სთავაზობს. ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივის მთელი არსი ისაა, რომ დაფინანსება არის დემოკრატიულ პროცესში, მეტ-ნაკლებად, ძლიერი პარტიების. თუ პარტია გადის დემოკრატიული პროცესიდან, მას არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია, რომ ამ სიკეთეებს მიიღებს“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში  „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

„მათ გადაწყვეტილებას, რომ მანდატები არ მიეღოთ, არანაირი მხარდაჭერა, როგორც ჩვენი საერთაშორისო დამკვირვებლების, ისე - ადგილობრივი დამკვირვებლების მხრიდან, არ ჰქონია. ჩვენ ვნახეთ მთელი კასკადი მათი მხრიდან, გარკვეული რიცხვების დასახელებისა და ჩვენი და ცესკო-ს მხრიდან - ამ რიცხვების გაბათილების. ჩვენ გვაქვს დემოკრატიული პროცესი, რომელიც გულისხმობს არჩევნებში ხალხის მონაწილეობასა და მათი წარმომადგენლების არჩევას. ესაა დემოკრატიული პროცესი, რის შედეგადაც, ხალხი ირჩევს თავის წარმომადგენლებს პარლამენტში და ამით აღსრულდება დემოკრატიის აქტი“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

ოპოზიცია და მმართველი გუნდი მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის მოლოდინში არიან. მხარეები იმედოვნებენ, რომ პოზიციების დაახლოებას შეძლებენ. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების ოპონენტებს ახალი არჩევნები სურთ, „ქართულ ოცნებას“ კი, - შეთანხმება არჩევნების გარეშე. მოლაპარაკებების შუამავალმა ელჩმა მხარეებს მკაფიოდ უთხრა, რომ უნდა გადაწყვიტონ, როგორ მიაღწიონ შეთანხმებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეხუთე რაუნდი ეფექტური ვერ იქნება.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner