logo_geo
eng_logo
ნიკა ცინცაძე: იმის 100%-იანი მოლოდინი, რომ გავიხსნებოდით, არ იყო - ამისთვის მადლობას ვუხდით მთავრობას
- +

23 დეკემბერი. 2020. 02:36

 

 

„იმის 100%-იანი მოლოდინი, რომ გავიხსნებოდით, არ იყო. იქიდან გამომდინარე, რომ გავიხსენით და საბოლოო ჯამში, მოგვეცა რამდენიმე დღის განმავლობაში ფუნქციონირების საშუალება, ამისთვის ძალიან მადლობლები ვართ და მადლობას ვუხდით მთავრობას“, - განაცხადა  ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „გალერეა თბილისის“ ხელმძღვანელმა, ნიკა ცინცაძემ.

 

„რა თქმა უნდა, რომ ყოფილიყო მეტი საათები, იქნებოდა უმჯობესი, მაგრამ ის, რაც არის, არაფერს სჯობს.

ჩვენი მოლები აღჭურვილია თანამედროვე სისტემებით, წუთობრივად ვითვლით შემომსვლელთა რაოდენობას, იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ადამიანთა განლაგება, შევზღუდავთ ან დავუშვებთ ხალხს. ეს საკმაოდ ადვილია. უბრალოდ, დავამატებთ, დაცვის თანამშრომლებს გავაძლიერებთ და ვფიქრობთ, რომ მარტივად გავართმევთ თავს. ჩვენ 140-ვე მეიჯარეს ხელს ვუწყობთ, რომ მათი ონლაინგაყიდვები წავახალისოთ, ვაფუნქციონირებთ მათ მაღაზიებს, არანაირ იჯარას არ ვარიცხავთ, დღის განმავლობაში. ყველანაირად ხელს ვუწყობთ, რომ პროდუქტი გაიტანონ. უბრალოდ, მომხმარებლის ქცევაა ასეთი: დაახლოებით 10-20%-მდე მოდის რეალიზაციის ის წილი, რაც ონლაინვაჭრობაზე მოდის. მომხმარებელს ურჩევნია, რომ ადგილზე მოვიდეს და შეიძინოს. ამ მხრივ, ჩვენ პრობლემას არ ვქმნით, უბრალოდ, მომხმარებლის ქცევაა ასეთი“ - განაცხადა ნიკა ცინცაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner