logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: არ ვართ ვალდებული, რუსეთს ჩვენი საგარეო პოლიტიკური მიზნები განვუმარტოთ
- +

4 ივლისი. 2016. 18:05


 

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გამოცემა „New Eastern Europe"-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველო არ არის ვალდებული, საკუთარი საგარეო პრიორიტეტები რუსეთს განუმარტოს.



ჟურნალისტმა გიორგი მარგველაშვილს კომენტარი სთხოვა ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, საქართველო უნდა დაელოდოს, სანამ რუსეთი გააცნობიერებს ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანს.



რა სტანდარტების მიხედვით უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა კომენტარი ქართული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებაზე?" -დასვა საპასუხო კითხვა გიორგი მარგველაშვილმა.



მისი განმარტებით, საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და თავად ირჩევს პარტნიორებსა და საგარეო პოლიტიკურ კურსს.



ჩვენ არ ვართ ვალდებული, რუსეთს ჩვენი საგარეო პოლიტიკის სამიზნეები განვუმარტოთ. ჩვენ ვქმნით ჩვენს საგარეო პოლიტიკას, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო და თავად ვირჩევთ პარტნიორებს. ჩვენ ღიად განვაცხადეთ, რომ საქართველო თავის ევროატლანტიკურ გზას ვინმეს წინააღმდეგ, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ არ აძლიერებს. ჩვენ დავამყარეთ მეგობრული ურთიერთობები ყველა ჩვენს მეზობელთან. საქართველოს მეგობრული ურთიერთობა რუსეთთანაც კი ექნებოდა, ამ უკანასკნელს ჩვენი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია რომ არ მოეხდინა.

საქართველოსთვის ბუნებრივია NATO-ში გაწევრიანების სურვილი, რადგან გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვან რეგიონში მდებარეობს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.



საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაძლიერება დადებით გავლენას მოახდენს სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებაზე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner