logo_geo
eng_logo
საფრანგეთში სამი პოლიციელი მოკლეს
- +

23 დეკემბერი. 2020. 10:44

 

 

საფრანგეთში სამი პოლიციელი მოკლეს, მეოთხე კი, დაჭრეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ეროვნულ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

შემთხვევა საფრანგეთის ცენტრალურ ნაწილში, სენ-ჟუსტთან მდებარე ერთ-ერთ სოფელში, დაახლოებით შუაღამით მოხდა. როგორც ფრანგული ტელეკომპანია BFM TV იტყობინება, სამართალდამცველები ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით გამოძახებაზე მივიდნენ, რა დროსაც მათ ცეცხლი გაუხსნეს.

 

თავდამსხმელი 48 წლის მამაკაცია. შემთხვევის ადგილზე მის დასაკავებლად ოპერაცია მიმდინარეობს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner