logo_geo
eng_logo
ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება
- +

23 დეკემბერი. 2020. 10:51

 

 

ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. მას შემდეგ, რაც ქვეყნის პარლამენტმა სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცება დადგენილ ვადებში ვერ შეძლო, საკანონმდებლო ორგანო ავტომატურად დათხოვნილ იქნა.

 

ისრაელში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები მარტში გაიმართება. ეს ბოლო ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში მეოთხე საპარლამენტო არჩევნები იქნება.

 

წინა არჩევნების შედეგად, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მისი მოწინააღმდეგის, გენშტაბის ყოფილი უფროსის, ბენი განცის პარტიები დაახლოებით თანაბარი რაოდენობის მანდატებს იღებდნენ, რამაც მთავრობის ფორმირება შეაფერხა. საბოლოოდ ნეთანიაჰუ და განცი როტაციული მთავრობის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ. შეთანხმების მიხედვით, ბენი განცს ისრაელის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2021 წლის ნოემბერში უნდა დაეკავებინა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner