logo_geo
eng_logo
თეონა ჟორჟოლიანი: მამას სააკაშვილის ციხეში გაუნადგურეს ჯანმრთელობა...
- +

4 ივლისი. 2016. 18:16



საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, პოლიტიკური ნიშნით გასამართლებული თემურ ჟორჟოლიანის შვილი თეონა ჟორჟოლიანი გაზეთ „ალიასთან" ინტერვიუში მამამისის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს. მისი თქმით, თემურ ჟორჟოლიანს დღეს არც ლაპარაკი შეუძლია და არც გადაადგილება და აქვე დასძენს, რომ მას სააკაშვილის ციხეში გაუნადგურეს ჯანმრთელობა. 

 

„მამას ჯანმრთელობის მდგომარეობა ციხიდან გამოსვლის შემდეგ უფრო და უფრო დამძიმდა, მანამდე, როცა ციხეში ვაკითხავდით, ცვლილებებს ვატყობდით, ახლა ლოგინიდანაც ვერ დგება და ვერც ლაპარაკობს. მან ექვსი წელი და ორი თვე გაატარა მიშას ციხეში, სანამ მიუსჯიდნენ, რუსთავის „კრიტში" იყო, მერე მე-6 დაწესებულებაში გადაიყვანეს, ბოლოს რუსთავის მე-17 დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს. ერთი სიტყვით, ციხე-ციხე ატარეს.

 

ვინც მასთან სასჯელს იხდიდა, იმ პატიმარმა გვითხრა, თავდაპირველად ორი წელი აქტიური იყო, მერე თითქოს მისი ჯანმრთელობა შეიცვალაო... რუსთავის მე-17 დაწესებულებაში ექიმებმა დიაბეტის დიაგნოზი დაუსვეს, დაუნიშნეს დიეტური საკვები. ძალადობა არ ყოფილა მასზე, მაგრამ ციხეში საკვებთან ერთად ისეთ პრეპარატს აძლევდნენ, რამაც ეს შედეგი დააყენა.

 

ორი წლის წინათ, ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებით, ისრაელში წავიყვანეთ ზუსტი დიაგნოზის დასადგენად. ისრაელში გამოკვლევები ჩაუტარდა, გვითხრეს, ტვინის უჯრედები მკვდარია, ამის გამოწვევა მხოლოდ პრეპარატს შეუძლია. შესაძლოა, ეს პრეპარატი სისხლში საერთოდ არ დაფიქსირდესო... ისრაელის ექიმების დასკვნები ხელთ გვაქვს. ეს ისეთი დაავადებაა, რომელიც პროგრესულად ვითარდება და ყველა ორგანო კარგავს სასიცოცხლო ფუნქციას. მამა სულ ოპოზიციაში იყო, წინა ორი ხელისუფლების დროსაც, მაგრამ სააკაშვილის ციხეში გაუნადგურეს ჯანმრთელობა", - ამბობს თეონა ჟორჟოლიანი.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner