კოლუმბიის ხელისუფლებამ ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა, რომლებსაც ჯაშუშობაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა „Semana“ წერს.
მედიის ცნობით, ორივე დიპლომატი კოლუმბიაში 2 წელზე მეტია მუშაობდა.
კოლუმბიის ხელისუფლების განცხადებით, ისინი ქალაქ კალიში ინფორმატორების გადაბირებას ცდილობდნენ, ეკონომიკურ ჯაშუშობას ეწეოდნენ და მინერალური რესურსების ექსპლუატაციით ინტერესდებოდნენ.