logo_geo
eng_logo
დავით უსუფაშვილი: ეჭვი არ მეპარება, რომ კორცხელში ცემა-ტყეპა პოლიტიკურ ნიადაგზე იყო
- +

4 ივლისი. 2016. 18:19



პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" მიერ კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა, რომ ეჭვი არ მეპარება, რომ კორცხელში ცემა-ტყეპა პოლიტიკურ ნიადაგზე იყო და არა ფულის ან შეყვარებულის გაყოფაზე.



არჩევნების მოახლოებასთან ერთად ცხარე დებატები ამ ტიპის ვანდალურ აქტებში რომ არ გადაიზარდოს, პარლამენტმა მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის ინიციატივით კანონში უპრეცედენტოდ მკაცრი ზომები ჩადო, რომლის იზანია, „საარჩევნო კამპანის დროს ვიყოთ არა მხოლოდ ფრთხილად, არამედ სუპერ ფრთხილად".

რაც შეეხება იმას, რაც მოხდა და რაც ვნახეთ, ეჭვი არ მეპარება, რომ იქ ცემა-ტყეპა იყო პოლიტიკურ ნიადაგზე. იქ ფულის ან შეყვარებულის გაყოფაზე არ იყო ჩხუბი. რაც ვნახეთ, ის იყო პოლიტიკურ ნიადაგზე. ამას არ ვიცი, რა დიდი დასკვნა სჭირდება, რომ დიახ, პოლიტიკური შეხედულებების, სიმპათია-ანტიპათიების გამო ჩხუბობდა ხალხი. ვინ დაიწყო, ვინ უპასუხა, ვინ წინასწარ იყო მომზადებული, ვინ პროვოკაციას წამოეგო, ვინ კიდე რას წამოეგო - მე არ ვიცი, ამაზე გამოძიებამ უნდა გაგვცეს პასუხი. ის, რაც მოხდა, არ აქვს მნიშვნელობა, ვისი ბრალით მოხდა, ეს რომ მიუღებელი და დაუშვებელია, ამაზე ყველამ ყველაფერი ვთქვით. ასევე იმითიც, რომ პარლამენტმა საგაზაფხული სესიაზე ერთ-ერთი ბოლო აქტი მიიღო, არჩევნების დროს პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსთან დაკავშირებით, რომელსაც სამწუხაროდ, უმცირესობა არ შემოუერთდა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner