„ძალიან კარგია, თუ რომელიმე ადამიანი, რომელმაც დეპუტატის მანდატი მოიპოვა, შემოდის პარლამენტში და თავისი ამომრჩევლის დაკვეთას ასრულებს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ეს ინფორმაცია გავიგე ჟურნალისტებისგან. ამ ადამიანის განცხადება არ მომისმენია. ძალიან კარგია, თუ რომელიმე ადამიანი, რომელმაც დეპუტატის მანდატი მოიპოვა, შემოდის პარლამენტში და თავისი ამომრჩევლის დაკვეთას ასრულებს. არანაირი კომუნიკაცია ამ ადამიანთან ჩვენ არ გვქონია“, - განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისათვის, „პატრიოტთა ალიანსის“ სიის მეოთხე ნომერმა, ავთანდილ ენუქიძემ განაცხადა, რომ პარლამენტში შედის.