logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი კონგრესს მოუწოდებს, პანდემიის ფონზე თითოეული მოქალაქისთვის ფულადი დახმარების ოდენობა 2 000 დოლარამდე გაიზარდოს
- +

23 დეკემბერი. 2020. 13:58

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 900 მილიარდი დოლარის ოდენობის ეკონომიკური სტიმულირების კანონპროექტს ხელს არ მოაწერს, თუ მასში ცვლილებები არ შევა.

 

„ამ ზაფხულის განმავლობაში „დემოკრატებმა“ ეს კანონპროექტი დაბლოკეს. ის კანონი, რომელიც ახლა მივიღე, მნიშვნელოვნად განსხვავდება იმისგან, რასაც ველოდით. ეს სირცხვილია“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

დონალდ ტრამპის თქმით, 900 მილიარდი დოლარის ოდენობის პაკეტში თითოეული მოქალაქისთვის მხოლოდ 600 დოლარი გამოიყოფა, რაც მისი აზრით, არასაკმარისი თანხაა.

 

„კონგრესი დიდ თანხებს ხარჯავს სხვა ქვეყნების დასახმარებლად, თუმცა ამერიკელებს მინიმუმს აძლევს. ვთხოვ კონგრესს, შეცვალონ ეს დოკუმენტი და ერთ მოქალაქეზე 600 დოლარის ოდენობის დახმარება 2 000 დოლარამდე გაზარდონ ან ერთ ოჯახზე 4 000 დოლარამდე. კონგრესს მოვუწოდებ, სათანადო ტექსტი გამომიგზავნონ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

22 დეკემბერს, აშშ-ის კონგრესმა კორონავირუსის პანდემიის ფონზე ეკონომიკის სტიმულირების 900 მილიარდი დოლარის ოდენობის პაკეტი მიიღო.

 

აშშ-ის ეკონომიკის სტიმულირების ახალი პაკეტი შემდეგ ზომებს მოიცავს: 600 დოლარის ოდენობის პირდაპირი ფულადი დახმარება თითოეული მოქალაქისთვის, უმუშევრობის კომპენსაციის კვირაში 300 დოლარით გაზრდა, 20 მილიარდი დოლარის ვაქცინების შესაძენად გამოყოფა, 82 მილიარდი დოლარის სკოლებისა და კოლეჯებისთვის გამოყოფა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner