logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: ქართველებს გვყავს მსოფლიოში ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელსაც გარდაცვალების შემდეგაც შვიდი პროცენტი ექნება რეიტინგი
- +

23 დეკემბერი. 2020. 14:15

 

 

„დეპუტატი, რომელიც გადაწყვეტს, რომ არ უნდა იმუშაოს და იზარმაცოს, არ უნდა იმსახურებდეს ხელფასს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ხელფასი ხაზინამ არ უნდა გასცეს იმისთვის, ვინც არ საქმიანობს და ზარმაცობს, რადგან ეს ხალხის ფულია.

 

„ქართველები უნიკალური ხალხი ვართ, გყვავს მსოფლიოში ერთადერთი პოლიტიკოსი და ისიც ქართველია, რომელიც რომ გარდაიცვლება, მაინც შვიდი პროცენტი ექნება რეიტინგი, შალვა ნათელაშვილს ვგულისხმობ. ამ ადამიანმა ძველ დროში, „ნაციონალები“ რომ იყვნენ ხელისუფლებაში, თქვა, რომ პარლამენტში არ შევდივარ. სინამდვილეში არ დაწერა წერილი, მან მოატყუა არა მხოლოდ საკუთარი ამომრჩეველი, არამედ საზოგადოება, ჩვენ ყველა. მან თქვა, რომ არ შევდივარ პარლამენტში. ეს იყო ტყუილი, არ დაწერა წერილი, სინამდვილეში შემოიპარა პარლამენტში, არ დადიოდა და იღებდა ხელფასს, ამას ჰქვია ლეიბორისტული პარტია, რომელიც უქონელ ხალხზე ზრუნავს. ეს ნორმა არის ცოტა დაგვიანებული, ეს წინა მოწვევის პარლამენტებსაც უნდა მიეღოთ და მადლიერი ვარ, რომ ახლა ამის გასწორება ხდება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner