logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, პარტიების დაფინანსების და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ცვლილებები ოდირ-ს და ვენეციის კომისიას გადაეგზავნოს
- +

23 დეკემბერი. 2020. 14:23

 

 

„ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, პარტიების დაფინანსების და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ცვლილებები ოდირ-ს და ვენეციის კომისიას გადაეგზავნოს. ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

„იმისათვის, რომ არავის დარჩეს დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით რაიმეზე საუბრის საბაბი, მე გთავაზობთ, რომ დავიცადოთ რამდენიმე კვირა და გავგზავნოთ ეს საკანონმდებლო პაკეტი ვენეციის კომისიაში ან ოდირ-ში. შევაჩეროთ კანონპროექტების განხილვა იანვრის ბოლომდე და მეორე მოსმენამდე დაველოდოთ მათ პოზიციას და შემდეგ განვაახლოთ განხილვები. ანალოგიურად შეიძლება მოვიქცეთ მეორე კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას იმ პარტიისთვის, რომლის ლიდერიც არ აკმაყოფილებს საკონსტიტუციო ცენზს. ასეთ შემთხვევაში არანაირი საფუძველი არ დარჩება ამ კანონპროექტების კრიტიკისთვის. დღეს ვუყაროთ კანონპროექტებს კენჭი პირველი მოსმენით და შემდეგ დაველოდოთ შეფასებებს“, - განაცხადა კობახიძემ.

 

პარტიების სახელმწიფო დაფინანსებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტის პროექტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მიიღებს მხოლოდ ის პარტია, რომელიც მისთვის განკუთვნილ პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს.

 

პარლამენტში ასევე განიხილება კანონპროექტი, რომელიც საარჩევნო აგიტაციაში კონსტიტუციის საწინააღმდეგო ჩართულობისთვის პარტიისთვის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას ითვალისწინებს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner