logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: პარტიებს აქვთ საკმარისი დრო, ჩამოყალიბდნენ, ირჩევენ საბოტაჟის გზას თუ იმ გზას, რომლისკენაც მიუთითებს კონსტიტუცია
- +

23 დეკემბერი. 2020. 15:32

 

 

„პოლიტიკურ პარტიებს აქვთ საკმარისი დრო იმისთვის, რომ ჩამოყალიბდნენ, ირჩევენ ისინი საბოტაჟის გზას, თუ იმ გზას, რომლისკენაც მიუთითებს მათ საქართველოს კონსტიტუცია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ, პარლამენტში, პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

 

„პირველი მოსმენის ფარგლებში შერბილებულია ეს პაკეტი, თუმცა, ჩვენ დაველოდებით ვენეციის და ოდირის სამართლებრივ შეფასებას. მიზანი რჩება იგივე - საბოტაჟის პრევენცია, ამას არ აქვს მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტი, ეს არის გათვლილი გრძელვადიან მოქმედებაზე, შეიძლება დადგეს იგივე საკითხი დღის წესრიგში და ამ შემთხვევაშიც კანონმდებლობას უნდა ჰქონდეს თავისი მკაფიო პასუხი,“- განაცხადა კობახიძემ.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი მზად არის ასევე ქვეყნის შიგნით დაინტერესებულ მხარეებთან განიხილონ კანონპროექტი.

 

„იმ პაკეტის მიხედვით, რომელიც პირველი მოსმენით მივიღეთ, ოპოზიციას ისედაც რჩებოდა რამდენიმე თვე, რომ საბოლოო ჯამში ჩამოეყალიბებინა საკუთარი პოზიცია საბოტაჟთან დაკავშირებით. მაგალითად, თუ აპრილის თვეში იტყოდა ოპოზიცია უარს საბოტაჟზე, მის მიმართ არ იმოქმედებდა არც დაფინანსების კუთხით რეგულაციები და არც უფასო საეთერო დროის კუთხით რეგულაციები ანუ ასეც და ისეც პოლიტიკურ პარტიებს აქვთ საკმარისი დრო იმისთვის, რომ ჩამოყალიბდნენ, ირჩევენ ისინი საბოტაჟის გზას თუ იმ გზას, რომლისკენაც მიუთითებს მათ საქართველოს კონსტიტუცია.

 

ჩვენ გვექნება სამართლებრივი დისკუსია ყველასთან, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის ვენეციის კომისიასთან. ასევე, მზად ვართ, რომ ქვეყნის შიგნითაც შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან, იგივე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვებთან გვქონდეს სამართლებრივი და გნებავთ პოლიტიკური კუთხით დისკუსია იმასთან დაკავშირებით, თუ რა პლუსები და მინუსები აქვს ამ პაკეტს და ამის მიხედვით მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

პარლამენტმა პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული ცვლილებები პირველი მოსმენით დაამტკიცა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner