logo_geo
eng_logo
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ხე–ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
- +

23 დეკემბერი. 2020. 15:58

 

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს აღმოსავლეთის განყოფილების თანამშრომლების მიერ, ქალაქ მცხეთის მიმდებარე ტერიტორიაზე,  განხორციელებული სასაქონლო ზედნადებების მონიტორინგის მიზნით, გატარებული კონტროლის ღონისძიების შედეგად, სასაქონლო ზედნადების გარეშე, 35 მ3 ხე–ტყის (პირველადი გადამუშავების პროდუქტი, დახერხილი ხის მასალა) ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.

 

 საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 32-ე ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეს შეეფარდა ფულადი ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო აღნიშნული საქონელი ჩამოერთვა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner