logo_geo
eng_logo
დავით ლორთქიფანიძე: სულხან მოლაშვილი მიხეილ სააკაშვილის პირადი პატიმარი იყო!
- +

4 ივლისი. 2016. 19:21



პარლამენტის წევრი დავით ლორთქიფანიძე „პრაიმტაიმთან" სულხან მოლაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საუბრობს. როგორც ლორთქიფანიძემ განაცხადა, მოლაშვილი ერთადერთი მსხვერპლი არ არის, რის გამოც ის მწუხარებას გამოთქვამს.


„მინდა, მოლაშვილის ოჯახს და სრულიად საქართველოს სამძიმარი ვუთხრა. აქ ორი აზრი არ არსებობს. ის იყო წინა რეჟიმის მსხვერპლი და მიხეილ სააკაშვილის პირადი პატიმარი. უბრალოდ, სამწუხაროა ის, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში , საბოლოოდ ვერ მოხდა ის,  რომ ყველა  ადამიანი, ვისაც წვლილი მიუძღვის სულხანის აი, ამ მდგომარეობამდე მიყვანაში, მიცემული იყვნენ პასუხისგებაში. რა თქმა უნდა, ეს სულხანს და მის ოჯახს არანაირ შვებას არ მისცემს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, ვინაიდან ასეთი რაღაც არ უნდა განმეორდეს. სამწუხაროდ, სულხანი არ არის ერთადერთი და ეს ძალიან მტკივნეულია",- განაცხადა ლორთქიფანიძემ. 


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner