მომავალ მინისტთა კაბინეტის წარმომადგენლებს ხვალ რიგგარეშე სესიაზე მოუსმენენ. მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი 24 დეკემბრის სხდომაზე გადის.
მომავალი მინისტრთა კაბინეტის ახალი სახე მხოლოდ იუსტიციის მინისტრია. ამ პოსტზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ, პარლამენტს გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურა შესთავაზა. ყველა სხვა თანამდებობაზე გახარიამ პარლამენტს წინა კაბინეტის მინისტრები შესთავაზა.
მინისტრთა კაბინეტი ნდობის მისაღებად პარლამენტში შემდეგი შემადგენლობით შევიდა:
პრემიერ-მინისტრი - გიორგი გახარია
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - მაია ცქიტიშვილი
იუსტიციის მინისტრი - გოჩა ლორთქიფანიძე
შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ნათია თურნავა
საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი
ფინანსთა მინისტრი - ივანე მაჭავარიანი
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ ჩხენკელი
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ეკატერინე ტიკარაძე
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი
თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - თეა ახვლედიანი.