ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:
„სპორტსმენი პარლამენტში ცდილობს, ჯანსაღი ცხოვრება და სპორტი განავითაროს, ექიმი - ჯანდაცვაზე აპელირებს, მასწავლებელი - განათლებაზე და ა.შ.
რატომ გადაირიეთ, ელისო ბოლქვაძე რომ მუსიკის დანერგვას ითხოვდეს სკოლებში და ზოგადად მუსიკასთან დაკავშირებულ პრობლემების მოგვარებას? აი, არ მესმის და მომკალით. ნარკოტიკზე საუბრობს, მკვლელობაზე თუ თირკმლის ამოგლეჯვაზე?
იურისტი ახალაია რომ პატიმრებზე ვარჯიშობდა, ეგ ყოფილა მომხიბვლელი და ბოლქვაძის მუსიკაზე საუბარი - სასაცილო!!!
კლინიკა ხართ-თქო და არ გჯერათ, კლინიკა!!“ - წერს ირაკლი ლატარია.