ანალიტიკოს ლევან ნიკოლეიშვილის აზრით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის ინიციატივა, პარტიების დაფინანსების წესთან და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული კანონპროექტები ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს გაუგზავნონ, ღირსეული პოლიტიკური ნაბიჯია. თუნდაც იმისთვის, რომ არავის არ ჰქონდეს იმის თქმის საშუალება, რომ ხელისუფლება არაკონსტრუქციულია.
ლევან ნიკოლეიშვილი, ირაკლი კობახიძის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„ირაკლი კობახიძის ამ განცხადებას შეიძლება თამამად ვუწოდოთ ღირსეული პოლიტიკური ნაბიჯი, თუნდაც იმისთვის რომ არავის არ ჰქონდეს იმის თქმის საშუალება, რომ ხელისუფლება არაკონსტრუქციულია. ისე საინტერესოა, ეუთო-ოდირის შესაბამისი დასკვნის შემდეგ ოპოზიცია, როგორ იმართლებს თავს? ალბათ როგორც ყოველთვის ომს გამოუცხადებს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო თანამეგობრობას ...“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი „ფეისბუქზე“.
„ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, პარტიების დაფინანსების და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ცვლილებები ოდირს და ვენეციის კომისიას გადაეგზავნოს.
პარლამენტმა პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული ცვლილებები პირველი მოსმენით დაამტკიცა.