ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე, სოციალურ ქსელში კონკრეტულ „სქრინს“ აქვეყნებს, სადაც ასახულია, როგორ აპროტესტებს ერთ-ერთი მოქალაქე საბავშვო ბაღების მიერ აღსაზრდელების მშობელთათვის დარიგებულ პროდუქტებს და წერს:
„ბაგა-ბაღების თემას რამდენიმე წერილი უნდა დავუთმო.
იცით, რომ პანდემიის გამო ბავშვებისთვის განკუთვნილ საკვებს, მშობლებს ატანენ. წაიკითხეთ რა კომენტარებს წერენ მერის სახელზე.
ეს ყველაზე ტკბილი კომენტარი ავარჩიე, უკან გაგატანთ, რაიმე "მნიშვნელოვანით" შეგვიცვალეთო. მაგალითად, ზეთს ითხოვენ. ნეტა თუ იციან ზეთის დღიური ნორმა რამდენია და რამდენი ზეთი უნდა გაატანონ? არ მოსწონთ ჩაი, ბარდა, ჰერკულესი...
მოკლედ მიდის ორგანიზებული, ორკესტრირებული ლანძღვა-გინება და წყველა-კრულვა.
ამ საკვებს მერია ბავშვებისთვის გირიგებთ. თუ ვერ იყენებთ, ე.ი. არ გჭირდებათ და თავად მიეცით ვინმეს, მიმოიხედეთ.
სურსათის მიღებისას, ნუ ლანძღავთ თანამშრომლებს, მით უმეტეს, ნუ წყევლით!
ყველას არ ეხება.
გაგრძელება იქნება“, - წერს ამირან სალუქვაძე.