ირანის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სადამ ჰუსეინის ბედს გაიზიარებს.
„ტრამპის ბედი სადამ ჰუსეინის ბედზე უკეთესი არ იქნება. სადამ ჰუსეინი და ტრამპი ორი შეშლილია, რომლებმაც ირანელ ერს სამხედრო და ეკონომიკური ომი გამოუცხადეს“, - აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.
ჰასან რუჰანის თქმით, დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ კონფრონტაციაში კრახი განიცადა ისევე, როგორც სადამ ჰუსეინმა ირანის წინააღმდეგ ომში.
„ორი შეშლილი არსება გვყავდა, რომლებმაც ომი გამოუცხადეს ჩვენს ხალხს. ერთი სადამი ჰუსეინი იყო, ხოლო მეორე კი ტრამპია. ერთმა სამხედრო ომი დაიწყო, ხოლო მეორემ ეკონომიკური ომი გამოგვიცხადა“, - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.