თინა ხიდაშელმა ჯარში სავალდებულო გაწვევის გაუქმებაზე „კვირის პალიტრასთან" ისაუბრა და აღნიშნა, რომ „საზოგადოება და ჯარი ერთმანეთს უნდა დავაახლოვოთ, მაგრამ არა ისე, რომ ყველამ ვინც ჯარი გამოიარა ყველას ჯარი ეზიზღებოდეს".
„ჯარი და საზოგადოება უნდა დავაახლოვოთ, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ ყველა ადამიანს, რომელმაც ჯარი გამოიარა, ჯარი ეზიზრებოდეს. შესაძლოა, სამი, ოთხი, ათი წლის მერე დავუბრუნდეთ საყოველთაო გაწვევის სისტემას, თუნდაც ზუსტად ისე, როგორც ბალტიისპირეთის ერთი ქვეყანა დაუბრუნდა ახლა, როდესაც ყველაფერი გამართა და გაწვევით მოსულ სამხედრო მოსამსახურეს სთავაზობს იმავეს, რასაც კონტრაქტით მოსამსახურეს.
სავალდებულო ჯარი ჰგავს ყარაულს, სადაც ჯარისკაცებისგან სამხედრო პერსონები ვერ ყალიბდებოდნენ. გამოსავალი არ არსებობს, თუ ამ სისტემას შევინარჩუნებთ. ეს სისტემა უნდა გაიზარდოს და გადავიდეთ რეზერვში.
უნდა განახლდეს თავდაცვის ეროვნული გეგმა, რომელიც განსაზღვრავს მიზანს და ის გამოაჩენს, რა გვჭირდება, რამდენი და როგორი სამხედრო მოსამსახურე, არტილერისტი, ტანკისტი, რამდენი ადამიანი გვჭირდება ლოჯისტიკურ ბაზებზე და ა.შ." - აცხადებს თინა ხიდაშელი.