logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე: როდესაც რადიკალურ ოპოზიციას თავიდანვე გამიზნული აქვს, რომ შეთანხმება არ შედგეს, მაშინ ძალიან რთულია ამ შეთანხების მიღწევა
- +

23 დეკემბერი. 2020. 18:44

 

 

„როდესაც ერთ-ერთ მხარეს და ამ შემთხვევაში, საუბარია რადიკალურ ოპოზიციაზე, თავიდანვე გამიზნული აქვს, რომ შეთანხმება არ შედგეს, მაშინ ძალიან რთულია ამ შეთანხების მიღწევა, რანაირი კონსტრუქციული ნაბიჯებიც ჩვენი მხრიდან არ უნდა გადაიდგას და რანაირი ძალისხმევაც არ უნდა გამოიჩინონ ფასილიტატორმა ელჩებმა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ, „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, მმართველმა გუნდმა პირველივე პრეტენზიის შემთხვევაში, ოპოზიციას ყველანაირი ფორმატი შესთავაზა, მათ შორის დიალოგი და სხვადასხვა პროცედურა.

 

„მათი მხრიდან კი მხოლოდ ერთი პასუხი იყო: არა, ჩვენ ეს არ გვაინტერესებს. ჩვენ გვაინტერესებს მხოლოდ ის, რომ დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები. შემდეგში შეარბილეს ტონი და თქვეს, მოდით, ჩავატაროთ პლებისციტი. პირდაპირ გეტყვით, ეს არის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება და პირველ რიგში, უპატივცემულობა ჩვენი და თავიანთი ამომრჩევლების წინაშე“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner