„მე ქუჩაში ვერ დავდგები და ვერ ვიყვირებ. იქ ვერ ეტყვი ვინმეს, შენ ჩემს გვერდით არ იდგე“, - განაცხადა „ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბარში „პატრიოტთა ალიანსის“ სიის მეოთხე ნომერმა, ავთანდილ ენუქიძემ, რომელიც აპირებს, პარლამენტში შვიდეს.
„საპარლამენტო მანდატზე უარი არ ვთქვი. როდის შევალ, გამოჩნდება, როცა იქნება. როცა პარლამენტში საუბრობ, მთელი ქვეყანა ისმენს ამ ყველაფერს და ადამიანის პოზიცია სიტუაციაზე გამოკვეთილია.
მე ქუჩაში ვერ დავდგები და ვერ ვიყვირებ, რაც არის. შესაძლოა, პროცესი უმართავი გახდეს. ასევე, იქ ვერ ეტყვი ვინმეს, შენ ჩემს გვერდით არ იდგე და არის ხალხი, რომელთა გვერდითაც მე არ მინდა. მაგალითად, არც ბოკერიასა და არც „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით მე არ მინდა, რომ ვიდგე. ყველა არის თავისუფალი. ირმა ინაშვილმა გააკეთა ამაზე განცხადება. მე ვიყავი ამ პარტიის მხარდამჭერი და დავრჩები ბოლომდე“, - განაცხადა ავთანდილ ენუქიძემ.
„პატრიოტთა ალიანსს“ 4 მანდატი აქვს. ირმა ინაშვილმა და მისი პარტიული სიის კიდევ ორმა წევრმა, სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის მოთხოვნით, პარლამენტს ორი დღის წინ მიმართეს.