logo_geo
eng_logo
კორნავირუსის შემდეგ ორგანიზმში იმუნიტეტი 8 თვეზე მეტხანს რჩება - მეცნიერების კვლევა
- +

23 დეკემბერი. 2020. 19:02

 

 

ავსტრალიელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში ორგანიზმი იმუნურ მეხსიერებას 8 თვეზე მეტხანს ინარჩუნებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენაა ვაქცინის გრძელვადიანი ეფექტურობის დასადასტურებლად.

 

თავდაპირველ კვლევებში საუბარი იყო იმაზე, რომ გამოჯანმრთელებული პაციენტების ორგანიზმში ანტისხეულები მალევე ქრებოდა, რამაც გარკვეული შეშფოთება გამოიწია მომავალი ვაქცინის ეფექტურობასთან დაკავშირებით.

 

მეცნიერების თქმით, ადამიანის ორგანიზმში ვირუსზე ანტისხეულები დაინფიცირებიდან მე-20 დღეს გამომუშავდება. 36 პაციენტს ანალიზი  დაინფიცირების მე-4 დღიდან 242-ე დღის ჩათვლით გაუკეთეს. ყველა მათგანის სხეულში აღმოჩნდა სპეციფიური B-უჯრედები, რომელსაც კორონავირუსის ერთ-ერთი ცილოვანი კომპონენტის ამოცნობა შეძლო.

 

ეს აღმოჩენა კიდევ უფრო აღრმავებს იმედს, რომ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ეფექტური იქნება და ადამიანების გრძელვადიან დაცვას უზრუნველყოფს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner