logo_geo
eng_logo
გუგული მაღრაძე: „ნაცმოძრაობა“ განსაკუთრებით ნერვიულობს მოახლოებული არჩევნების წინ...
- +

4 ივლისი. 2016. 21:05


„ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან „ქართული ოცნების" წევრების დისკრედიტაცია ახალ ფორმებს იღებს და წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ უფრო გამძაფრებულია„ნაცმოძრაობა" განსაკუთრებით ნერვიულობს მოახლოებული არჩევნების წინ, რადგან კარგად იცის, რომ არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვსშესაბამისად, მეტი არაფერი დარჩენია, თუ არა შავი პიარის აგორება ქართული ოცნების წევრების შესახებ. "- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე სოციალურ ქსელში წერს.


მაღრაძე მის წინააღმდეგ, „ნაციონალურ მოძრაობის" მხრიდან აგორებულ შავ პიარს ეხმიანება და ჟურნალისტებს მოუწოდებს, მსგავს პოლიტიკურ პროვოკაციებს უსაფუძვლოდ ნუ აჰყვებიან.

 

„დაწყებული ჩემი ინგლისური აქცენტის კრიტიკით, ზამთარში ქურქის ტარების დაგმობით და სხვა უამრავი არაადექვატური თავდასხმით, რასაც ნაციონალური მოძრაობა უნიჭოდ აკეთებს, დამთავრებული ჩემი ოჯახის წევრების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებით, ყველანაირად ცდილობს ნაციონალური მოძრაობა და მის დაქვემდებარებაში მოღვაწე მასმედიის ზოგიერთი უწყება, რომ რამენაირად დააზიანონ ჩემი და ჩემი ოჯახის რეპუტაციანაცმოძრაობის მიერ კონტროლირებული პრესის წარმომადგენლები კი განსაკუთრებით დაინტერესდნენ ჩემით მას მერე, რაც 2015 წლის მარტში ნიკა გვარამიას ვუჩივლე საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიაში, რომ რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა (ნიკა გვარამიამ) ჩემს მიმართ დაარღვია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დებულებ(ებ), შეურაცხყოფა მომაყენა და ცილი დამწამა პირდაპირ ეთერში.  

 

ჟურნალისტებს, რომლებიც მიკავშირდებით ამ ბოლო პერიოდში ჩემი სიძის წინააღმდეგ აგორებული ყოვლად უსაფუძვლო შავი პიარის თემაზე კომენტარის თხოვნით, ვაცნობებ, რომ ეს შავი პიარი რეალურად ჩემ წინააღმდეგ ააგორა ნაციონალურმა მოძრაობამ.   აქვე ინფორმაციისთვის, გაცნობებთ, რომ ჩემი სიძე არის კეთილსინდისიერი და წესიერი ადამიანი, თავისი საქმის პროფესიონალი, 20 წელიწადზე მეტი სამუშაო გამოცდილებით ფინანსებშიმას აქვს უმწიკვლო რეპუტაციაბოლო პერიოდის მცდელობები, რომ მისი რეპუტაცია შეილახოს არის ჩვენი ოპონენტების მხრიდან ჩემ მიმართ გამოხატული კიდევ ერთი პოლიტიკური თავდასხმაპოლიტიკაში უკვე ძალიან დიდი ხანია ვარ და აღარ მიკვირს „ქართული ოცნების" ლიდერების წინააღმდეგ „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან მსგავსი თავდასხმები."- აღნიშნავს მაღრაძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner