4 ივლისიდან აეროპორტის მიმართულებით მოძრავი №37 ავტობუსი მგზავრებს 24-საათიანი გრაფიკით მოემსახურება
ღამის საათებში N37 ავტობუსი ყოველ 35 წუთში ერთხელ ივლის.
თითოეულ ავტობუსში 36 დასაჯდომი ადგილია, ხოლო სრული ტევადობაა 100 ადამიანი.
ღამის საათებში მგზავრობის საფასური არ შეიცვლება და 50 თეთრი იქნება. შენარჩუნდება დაწესებული შეღავათებიც.