logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: ბიძინა ივანიშვილმა ნაცები „ბუდკაში“ შეიყვანა!
- +

24 დეკემბერი. 2020. 00:08

 

 

„უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე საქართველოს ხელისუფლებას შეტევაზე გადასვლისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ იმ პირობებში, როცა სააკაშვილის ხროვის რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირი სრულად ლუსტრირებულია, დამნაშავე ნაცები ერთხელ და სამუდამოდ პასუხისგებაში უნდა მიეცნენ:

 

– იმას, რაც ნიკა გვარამიამ ოპოზიციას გაუკეთა, ხელისუფლება ვერც ინატრებდა! ჯერ იყო და ამ მართლაცდა გარეწარმა, ყველა ელჩმა აგინა და აფურთხა, შემდეგ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს, ფაქტობრივად, ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ანახა, თუ ვინ არიან საქართველოში ე.წ. მეხუთე კოლონა და რუსის „შნირები“, ხოლო ბოლოს ნაცმოძრაობა თავმჯდომარის გარეშე დატოვა და გრიგოლ ვაშაძე პარტიიდან გააქცია!

გვარამიას გადამკიდე, მთელი ნაცმოძრაობა გერმანიის, ამერიკის და ევროკავშირის ელჩებს აგინებს და შექმნილია სამარცხვინო სიტუაცია, რაც ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს, როცა ელჩს აგინებ, ბუნებრივია, შენ აგინებ იმ ქვეყანას, რომელსაც ის ელჩი წარმოადგენს. კელი დეგნანი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გარეშე ვერავითარ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, აქედან გამომდინარე, მისი ლანძღვა-გინება სინამდვილეში მიმართულია ამერიკის სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მთელი სახელმწიფოს წინააღმდეგ.

 

– ბატონო ნიკოლოზ, თქვენი აზრით, დასავლეთი მართლა დარწმუნდა, რომ ნაცსექტა და სააკაშვილი რუსეთის აგენტურაა?

 

– დიახ, დასავლეთი ამას უკვე მიხვდა და სწორედ იმიტომ არის გაგიჟებული და სახედაკარგული ნიკა გვარამია, თუმცა, ისიც საკითხავია, როდის ჰქონდა გვარამიას სახე?! საქართველოს მოსახლეობას მივმართავ – ხალხო, როგორ შეიძლება ნაცმოძრაობა დასავლური ორიენტაციის პარტია იყოს, როცა მისი „კასსირი“ კობა ნაყოფია რუსული „ეფესბეს“ ნომრიანი აგენტი და „კაგებეს“ გენერალ გენერალოვის „შნირია“! ნაყოფიას მოსკოვში სერიოზული ბიზნესები აქვს... როგორ წარმოგიდგენიათ, პუტინი იმის კაცია, კობა ნაყოფიასთანა „შომპლეს“ მოსკოვში თან მილიონები აკეთებინოს და თან „პუტინ ხუილო“ აძახებინოს?

ცხადია, ესენი რუსეთის ხელისუფლებასთან არიან შეკრული. სააკაშვილი, ისევე, როგორც ბიძამისი – კაგებეს გენერალი თემურ ალასანია, დაკავშირებულია რუსეთის სპეცსამსახურებთან და მთელი ეს „ბრაშკა“, დასავლური დემოკრატიის სახელით, სინამდვილეში თამაშობს ვლადიმერ პუტინის თამაშს. მაქარაშვილები და ის „კმარელები“, რომლებიც დარბიან და „პუტინ ხუილოს“ გაიძახიან, მოსკოვში ჩაიყვანეს, ტრენინგები ჩაუტარეს და დააკვალიანეს, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ. პოლიტიკაში ეს ცნობილი მეთოდია...

ადამიანის გინება არ ნიშნავს იმას, რომ მაგინებელი იმის აგენტი არ არის, ვისაც აგინებს... სააკაშვილმა რა სიკეთეც რუსეთს გაუკეთა, იმის შეფასება წარმოუდგენელია – გასული ჯარი უკან შემოატრიალა, კოდორი და ახალგორი ტყვიის გასროლის გარეშე ჩააბარა, თავადაც გაიქცა და ჯარისკაცები მიატოვა! როგორც ჩანს, ამ ხელისუფლებამ უცხოელ დიპლომატებთან კარგად იმუშავა და ელჩებს სააკაშვილისა და მისი ხროვის მაკომპრომეტირებელი მასალები დაულაგა. ეტყობა, ელჩებიც დარწმუნდნენ, რომ ნაცმოძრაობის სახით საქართველოში საქმე აქვთ სწორედ პუტინის აგენტურასთან და არა პროდასავლურ პარტიასთან!

 

– შედეგიც სახეზეა – ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებმა 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შესახებ თქვეს, რომ არჩევნები კონკურენტული და ლეგიტიმური იყო!

 

– საქართველოს გაუმართლა, რომ დღეს იან კელი კი არა, სწორედ ქალბატონი კელი დეგნანია ამერიკის ელჩი, რომელიც პუტინის აგენტურის შანტაჟს არ დაექვემდებარა. როგორც ჩანს, ხელისუფლებამაც სწორად იმუშავა ელჩებთან და ამ საქმეში „ქართულ ოცნებას“ ძალიან დაეხმარა ის ფაქტიც, რომ ცნობილი „შპიონები“ – თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა და მისთანები, რომლებიც „ქართული ოცნების“ დროშით ჩადიოდნენ ამერიკაში და ხელისუფლებას ლანძღავდნენ, დღეს ხელისუფლებიდან დაქნეულები არიან! ისე კი, თბილისში ნიკა გვარამიას საყვარელი ელჩი იან კელი რომ მჯდარიყო, კაცმა არ იცის, დღეს ქვეყანაში რა მდგომარეობა გვექნებოდა!

 

– გრიგოლ ვაშაძე ნაცსექტიდან გაიქცა... ჯერჯერობით ის მარტოა თუ სხვებიც მიჰყვებიან უკან?

 

– ჩემი ინფორმაციით, გრიგოლ ვაშაძეს უკან უნდა მიჰყოლოდა სალომე სამადაშვილიც, რომელიც პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერას აპირებდა, მაგრამ ამას ნაცსექტაში დიდი დაპირისპირება მოჰყვა და საქმე ლამის ხელჩართულ ჩხუბამდე მივიდა. სალომე სამადაშვილს პირდაპირ შეახსენეს – უცხოეთში რომ „დაგულაობდი“, ეს სწორედ ჩვენი დამსახურებით ხდებოდა და ასე ვერ წახვალო! ისიც ფაქტია, რომ ნაცები სააკაშვილს ყველა შიდა შეკრებაზე აგინებენ და, საერთოდ, ნაცპარტია დანგრევის პირასაა... თავად სააკაშვილი გაბომჟებულია, ახლა ყირგიზეთში გადასვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს მართავს, რადგან უკრაინაში გაიშიფრა და თავი აქვს მოჭრილი. მერე იქიდან, ალბათ, ბაშკირეთში წავა და ბოლოს ჩეჩნეთში ყადიროვის გვერდითაც აღმოჩნდება! ნამდვილად არ მეგონა, თუ ახდებოდა, რასაც გიორგი გახარია პარლამენტში ნაცებს დაპირდა – მე თქვენ დაგასრულებთო! დასრულებულები არიან, აბა რა არიან? ქუჩაშიც დარჩნენ და თავმჯდომარეც გაექცათ! ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ნაცები „ბუდკაში“ შეიყვანა! ვფიქრობ, შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ საქართველოში ალტერნატიული პოლიტიკური ძალა შეიქმნას, რომელიც ხელისუფლებას ოპონირებას გაუწევს, როგორც მოყვარე და არა როგორც ქვეყნის მტერი!

 

– ასეთ სიტუაციაში ხელისუფლებამ რა უნდა ქნას?

 

– ხელისუფლება შეტევაზე უნდა გადავიდეს და ნაცდამნაშავეების დაპატიმრება დაიწყოს! ესენი არიან გარეჯის გამყიდველები, ფული აქვთ აღებული და ხელისუფლებამ ეს ყველაფერი უნდა გამოიძიოს... კიდევ კარგი, „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, თორემ ესენი დავითგარეჯს მართლაც ბოლომდე ჩააბარებდნენ. ფული, რომელიც სააკაშვილმა საქართველოდან გაიტანა, ქართველ ხალხს უნდა დაუბრუნდეს. როგორც ვიცი, ირაკლი ღარიბაშვილმა გარეჯის საკითხთან დაკავშირებით უკვე პროკურატურას ჩვენება მისცა. ისიც ვიცი, რომ ღარიბაშვილი ქართულ არმიას აძლიერებს და თურქეთიდან და ისრაელიდან სამხედრო დრონებსა და უპილოტო თვითმფრინავებს ყიდულობს, რომლებმაც ყარაბაღის ომის ბედი გადაწყვიტეს. ვფიქრობ, კარგი დრო დგება იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქართული პოლიტიკის მოჯადოებული წრე გაარღვიოს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თაობაზე რუსეთთან და დასავლეთთან მოლაპარაკება დაიწყოს!

 

დიტო ჩუბინიძე

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner